ჰოსტინგის მართვა: შესვლა რეგისტრაცია

KVM ვირტუალური სერვერები

მიიღეთ სწრაფი, სტაბილური და მარტივად მართვადი ვირტუალური სერვერი თქვენი ბიზნეს პროექტისთვის. აირჩიეთ რესურსები საჭიროების მიხედვით და ისარგებლეთ პროგნოზირებადი თვიური ფასით.

AMD/Intelპროცესორები
DDR4ოპერატიული მეხსიერება
NVMe/SSDსწრაფი დისკები
1/10Gქსელური დაერთება

მოქნილი გარემო შენი პროექტებისთვის

სრული წვდომა

დააყენეთ სასურველი ოპერაციული სისტემა და მიიღეთ სრული წვდომა სერვერის კონფიგურაციაზე.

99.9% უწყვეტობა

უზრუნველყოფს პროექტის საიმედო მუშაობას და მომხმარებლებისთვის მუდმივ წვდომას.

საათობრივი ანგარიშსწორება

გააქტიურეთ ვირტუალური სერვერი მაშინ, როცა გჭირდებათ და გადაიხადეთ გამოყენებული დროისა და რესურსების შესაბამისად.

რისთვის გამოვიყენო?

ერთი გარემო - მრავალი შესაძლებლობა

მარტივად მოარგე სერვერი შენს მოთხოვნებს, სამუშაო პროცესებსა და ყოველდღიურ საჭიროებებს.

ვები სერვისი

განათავსე ვებსაიტები, აპლიკაციები და პლატფორმები.

VPN

პერსონალური VPN

შექმენი შენი დაცული, პირადი არხი უსაფრთხო ნავიგაციისთვის.

AI პლატფორმა

გამოიყენე ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები იზოლირებულ გარემოში.

საოფისე ინფრასტრუქტურა

მოაწყვე ფაილების საცავი, CRM ან შიდა საკომუნიკაციო სისტემები გუნდისთვის.

ინფრასტრუქტურა ევროპულ Tier-3 მონაცემთა ცენტრებში

Docker & K3s Ready

KVM სრული ვირტუალიზაცია გაძლევს იზოლირებულ გარემოს საკუთარი კერნელით, სადაც Docker, Docker Compose და lightweight Kubernetes (K3s) მუშაობს სტაბილურად. მარტივად გაუშვი კონტეინერიზებული აპლიკაციები, API სერვისები, background worker-ები და მიკროსერვისები ერთ მოქნილ ინფრასტრუქტურაში.

DevOps-ready ინფრასტრუქტურა

ვირტუალური სერვერი გაძლევს მოქნილ გარემოს აპლიკაციების, მონაცემთა ბაზების, queue/worker პროცესების და ავტომატიზებული deployment workflow-ების ასაწყობად. შეგიძლია დამოუკიდებლად მართო runtime, reverse proxy, SSL, firewall წესები და მონიტორინგის ინსტრუმენტები.

OpenClaw-ready გარემო

OpenClaw არის ღია კოდის AI აგენტი, რომელიც შეგიძლია გაუშვა საკუთარ სერვერზე და გამოიყენო სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის. ვირტუალური სერვერის გარემოში მისი დაყენება მარტივია: აირჩიე რესურსები, დააყენე საჭირო runtime და მართე AI ასისტენტი შენს ინფრასტრუქტურაზე.

კონფიგურატორი

შეარჩიე სასურველი პარამეტრები და იხილე საათობრივი თუ ყოველთვიური ღირებულება.

გჭირდება დახმარება არქიტექტურის შერჩევაში?

აღწერე შენი პროექტის ტექნოლოგიური სტეკი და ჩვენი DevOps ინჟინრები დაგეხმარებიან სწორი რესურსების გათვლაში.

დახმარება

ხშირად დასმული კითხვები

რით განსხვავდება ვირტუალური სერვერი საზიარო ჰოსტინგისგან?

საზიარო ჰოსტინგზე თქვენ იყოფთ სერვერის რესურსებს სხვა მომხმარებლებთან და არ გაქვთ Root წვდომა. ვირტუალური სერვერი გაძლევთ სრულ ადმინისტრაციულ კონტროლს, გამოყოფილ IP მისამართს და გარანტირებულ RAM/CPU რესურსებს, რომელიც მხოლოდ თქვენ გეკუთვნით და მეზობელი საიტების აქტივობაზე არ არის დამოკიდებული.

შემიძლია თუ არა Docker-ის გაშვება ვირტუალურ სერვერზე?

დიახ, რა თქმა უნდა. ვინაიდან ჩვენ ვიყენებთ KVM სრულ ვირტუალიზაციას, თქვენ გაქვთ საკუთარი იზოლირებული კერნელი (Kernel). შესაბამისად, Docker, Docker Compose და lightweight Kubernetes (K3s) მუშაობს ყოველგვარი არქიტექტურული შეზღუდვის გარეშე.

მოყვება თუ არა სერვერს მართვის პანელი (Control Panel)?

მაქსიმალური წარმადობისა და რესურსების ოპტიმიზაციისთვის, სერვერები მოდის სუფთა ოპერაციული სისტემით (OS-Only). თუმცა, სრული Root წვდომის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ დამოუკიდებლად დააყენოთ ნებისმიერი უფასო თუ ფასიანი მართვის პანელი (მაგ. CyberPanel, CloudPanel, HestiaCP, cPanel და სხვა).

რა ტიპის დისკებს იყენებთ?

ჩვენს ყველა ვირტუალურ სერვერზე გამოიყენება მხოლოდ მაღალი კლასის enterprise დონის NVMe SSD დისკები. ეს უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების, ლოგების, `npm install` ოპერაციებისა და კონტეინერების მაქსიმალურად სწრაფ მუშაობას (High IOPS).

როგორ მუშაობს სნეპშოტები და ბექაფები?

მონაცემების უსაფრთხოებისთვის თქვენ გაქვთ ორივე ინსტრუმენტი: 1) 3 უფასო სნეპშოტი (Snapshots): შეგიძლიათ სერვერის მიმდინარე მდგომარეობის მომენტალური ანაბეჭდი გადაიღოთ, რაც იდეალურია დეპლოიმენტის წინ. 2) ავტომატური ბექაფები (Backups): სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ჩართოთ დამატებითი ბექაფის მომსახურება, რომელიც ავტომატურად შეინახავს თქვენი სერვერის ბოლო 10 დღის სრულ არქივს.

არის თუ არა ფარული გადასახადები?

ჩვენთან ფარული ხარჯები არ არსებობს. საიტზე არსებულ ფასების კალკულატორზე შეგიძლიათ დეტალურად იხილოთ სერვისის ღირებულება.

მართვის პანელი